გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედაც ჩავარდა

1045

წინა სტატი

გორის მერიის სატენდერო კომისიამ სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების გასაგრძელებლად ეს უკვე რიგით მესამე ტენდერი იყო, რომელშიც მხოლოდ ერთი მონაწილე, ინდ მეწარმე კახა დათაშვილი ფიქსირდებოდა, თუმცა, დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

“როგორც გვითხრეს, რაღაც უზუსტობებს ჰქონდა ადგილი ჩვენს მიერ ატვირთულ დოკუმენტებში. ასევე, ვერ მოხდა შეთანხმება ფასადის და კონსტრუქციის ცვლილებაზე, რომ თანხაში ჩავტეულიყავით. გვყავდა კონსტრუქტორი, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას იღებდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ პროექტის ავტორმა უარი განგვიცხადა, არაფერს არ შეგაცვლევინებთო. გული დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, რაღაცები თუ წინასწარ არ გვექნებოდა განსაზღვრული, იმ ქუდში არ გავყოფდით თავს”, – განაცხადა კახა დათაშვილმა.