სოფელ ოკამთან გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

933

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე, სოფელ ოკამთან გზის მოვლა-შენახვის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სამუშაოები 8 სხვადასხვა მონაკვეთზე ჯამში 2.5 კმ-ზე განხორციელდება.  ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, სოფელ ოკამთან გორი-თბილისის მიმართულებაზე შევიწროებული იქნება გზის სავალი ნაწილი.

უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები 10 დღის განმავლობაში დასრულდება.