დეპუტატი ზუგდიდის მერიას მე-10 სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას სთხოვს

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ავტობუსის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ მეათე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოსწავლეებს შორი მანძილის გავლა უწევთ. დეპუტატმა დააყენა საკითხი, თუნდაც დაწყებითი კლასის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საპასუხოდ მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, დავით ხუბუამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ. ხუბუას სიტყვებით, შესაძლოა მოხდეს მოზარდების ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა, ან შედგეს მოლაპარაკება მუნიციპალურ ტრანსპორტთან, რათა მორიგეობით მოემსახურონ მოსწავლეებს.

შეგახსენებთ, რომ  საუბარია ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების მოთხოვნაზე, რომლებიც მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ. მათი თქიმით. მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ,  რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

მსგავსი სიახლეები