ენმ ბათუმში ნაგავსაყრელის პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს (ვიდეო)

734

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე, ბათუმის მერს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს. მისი განცხადებით ნაგავსაყრელის პრობლემა, დღემდე არ მოგვარებულა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მომავალ სხდომაზე ბათუმის მერის დაბარებას და ამ საკითხზე განმარტებების გაკეთების მოთხოვნას დააყენებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზი ავრცელებს.

მირდატ ქამადაძე აღნიშნავს, რომ მდინარე ჭოროხის შესართავთან  არსებული ნაგავსაყრელი ამორტიზებულია და ტურისტულ ზონაში მძაფრი არასასიამოვნო სუნო დისკომფორტს უქმნის ვიზიტორებს. ბათუმის მერიაში ამ საკითხზე სიტყვიერად განმარტეს, რომ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. არსებულის კონსერვაცია კი მას შემდეგ დაიწყება, როცა ექსპლოატაციაში შევა ქობულეთის ახალი ნაგავსაყრელი.