თბილისის ავტობუსებში უფასო WI-FI დამონტაჟდება

დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. აღნიშნული სერვისით, დედაქალაქის მერია 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტობუსის აღჭურვას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის სატრანსპოსტო კომპანიის ცნობით, სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება.

“იგეგმება, რომ ახალ ავტობუსებში იყოს უფასო WI-FI. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად, ეს სერვისიც ჩაეშვება. ტექნიკურად იმუშავებენ და ეს სერვისი იქნება არა მხოლოდ ახალი, MAN-ის ავტობუსებისთვისაც. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, აქ სავარაუდოდ, არ იქნება, რადგან ამას ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება. თუმცა, 2019 წლის ბოლოსთვის მთელი ავტობუსების პარკის შეცვლა იგეგმება და ყველა ავტობუსში, რომელიც ტექნიკურ საშუალებას მოგვცემს, ვგეგმავთ იყოს უფასო WI-FI-ს სერვისი“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები