ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა

წინა სტატია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე, საოლქო საარჩევნო კომისიას ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება ოთხ ოქტომბერს შეიტანა.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი, იმ პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითხოვს, ვინც საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრის ამსახველი მასალა განათავსა.

“საარჩევნო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება საარჩევნო პერიოდში, ამიტომ ჩვენ მივმართეთ საოლქოს“ –ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ნინოწმინდის საკრებულოს მიერ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა, თუმცა ამ საჩივარსაც ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს.

“მართალია ეს არ არის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, თუმცა ნინოწმინდის საკრებულო საინფორმაციო წყაროდ იყენებს. ეს მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება. ჩვენ მოვითხოვთ პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას. საჩივარი სამ ოქტომბერს შევიტანეთ “,–ამბობს “სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.

N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ჯერ არცერთი საჩივარი არ მიუღიათ. თავმჯდომარის მოადგილის გია გაჩეჩილაძის თქმით, საჩივრებს მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილავენ და შესაბამის დასკვნას დადებს.

“სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოც“.

შეგახსენებთ, რომ ორ ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან მასალა წაშლილია.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “მრავალეროვანი საქართველო”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის შენობაში “ქართული ოცნების” აქტივისტებს იბარებს და დავალებებს აძლევს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
წინა სტატია შიდა ქართლში სატენდერო სკანდალი გრძელდება. საექსპერტო-საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპი" კასპის, ქარელისა და ხაშურის
წინა სტატია კომპანია "ანტ სტროი ლტდ 2016-ი“, რომელსაც ფოთის მერიამ ხელშეკურლება მალთაყვაში შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების
ყვარლის ბაღების გაერთიანების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ყვარლის მერს სასამართლოში უჩივის. მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ როსტომ
წინა სტატია მიმდინარე წლის 5 დეკემბერს,  თეთრ ხიდზე მიტანილი ქვების გამო, ქუთაისის მერია სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას, კომპანია "სანოსთან", რომელმაც ქუთაისში სოციალური საცხოვრისი მოაწყო, კორუფციულ გარიგებაში
წინა სტატია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საქმე
კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ორი კომპანია უჩივის. "ჯიარჯიმ" და "ენსისიმ" საჩივრები შესყიდვების სააგენტოს
კომპანია "თეგეტა მოტორსმა" უფლებების შელახვის ბრალდებით საჩივარი ამჯერად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ შეიტანა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
წინა სტატია ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერიას სწორედ იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ედავება, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების
თბილისის მერიამ, მის დაქვემდებარებაში მყოფი 76 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის ფინანსური აუდიტის მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეწყვიტა.
წინა სტატია მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ,  სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ  დააკმაყოფილა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონში წყლისა და კანალიზაციის სისტემა არ შეჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს, 2016
წინა სტატია ქუთაისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს. მერიის საგარეო ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილების
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერის იტალიაში,
"მრავალეროვანი საქართველო", რომელიც სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის შენობაში
%d bloggers like this: