ბორჯომის სოფელ ბალანთაში გზის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენ (ვიდეო)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა. ინფორმაციას TV9 ავრცელებს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მომავალი წლის გაზაფხულიდან აღნიშნულ მონაკვეთზე სრულმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება და ბალანთელებს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ.

მსგავსი სიახლეები