ფშავ-ხევსურეთის სკოლა-პანსიონებმა მუშაობა განაახლეს

წინა სტატია

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებმა მუშაობა განაახლეს. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, სკოლის გარეშე დარჩენილი 27-ვე ბავშვი სკოლას დაუბრუნდა. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.

“არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, სოფლების – ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრს მიაჩნია, რომ ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს პოლიტიკა სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ფშავ-ხევსურეთის პანსიონების დახურვის შესახებ გამოცემა “მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 24 სექტემბერს გამოაქვეყნა. პანსიონებმა სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად პირობები ვერ დააკმაყოფილეს. პანსიონების დახურვის შედეგად, არხოტში, მუცო-არდოტის ხეობაში, პირაქეთა ხევსურეთისა და ფშავის სოფლებში მცხოვრები 27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა.

რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა განათლების მინისტრსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, გაეტარებინათ შესაბამისი ღონისძიებები, რათა ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ ბავშვებს სკოლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის მოქმედ სტანდარტებს (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N 66 დადგენილებთ; ამოქმედდა 2017 წლის 1-ელ სექტემბერს). ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაღაროსკარშია: დაზიანებულია კარ-ფანჯარა, არ ფუნქციონირებს აბაზანა. ამის გამო, ბავშვები, რომლებსაც სკოლასთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, აბაზანით სარგებლობას ვერ ახერხებენ. მთავრობის დადგენილებით დაუშვებელია პანსიონში 10-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობდეს, ბარისახოში კი 12 ბავშვია.

როგორც „მთის ამბებს“ სამინისტროში განუმარტეს, მაღაროსკარის, ბარისახოსა და შატილის პანსიონებს პრიორიტეტი მიენიჭება და ინფრასტრუქტურის სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ 2019 წელს ჩაატარებს.

დუშეთის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის ინფორმაციით, 2020 წლისთვის შატილსა და ბარისახოში, შესაძლოა, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პანსიონები აშენდეს.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის
ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ბავშვებს სასკოლო განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებათ. შატილის, ბარისახოს
თანხის მოცულობა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველადი ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგებას მოხმარდება გაიზარდა  და ნაცვლად 750 000
წინა სტატია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი და სამეურნეო წყლის
დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონფერენციო დარბაზში წარმოადგინა ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე - "წყალი,
საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც "მწვანე კონცხზე"  28 სართულიან სასტუმროს კომპლექსი უნდა აშენდეს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის
წინა სტატია მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ,  სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ  დააკმაყოფილა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. მერიის ცნობით, სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა
წინა სტატია ახალციხის N1 ბაგა-ბაღში არსებულ ვითარებას, სადაც მშობლები მასწავლებელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, სახალხო დამცველის
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომლის მოსმენაც პარლამენტში იმართება, ქვეყანაში არსებულ სკოლებში არასათანადო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.
წინა სტატია სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული თოდუა გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა, რომლებიც ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თათული
2018  წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს  თამაზ მეჭიაურს –
%d bloggers like this: