idfi: აუცილებელია, თბილისის მერიამ OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ვადები მკაცრად დაიცვას

2018 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის მერიამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ეს არის მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც OGP-ის ქვე-ეროვნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში მომზადდა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტი მსოფლიოს მასშტაბით 14 სხვა ქალაქთან ერთად მონაწილეობს.

წინა სამოქმედო გეგმა

თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა 2017 წელს დაამტკიცა და ის ხუთ ვალდებულებას აერთიანებდა:

1. ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმი – საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალი “SMART MAP”;

2. პეტიციის დანერგვა მერიის სისტემაში;

3. ბიუჯეტის მონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის დანერგვა;

4. ბიუჯეტის ხარჯვის ინტერაქტიული ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დანერგვა;

5. სერვისების სამოქალაქო კონტროლისა და ხელმისაწვდომობის მექანიზმების დანერგვა.

თბილისის მერიის OGP-ის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში არსებული ვალდებულებების უმეტესი ნაწილი არ შესრულდა. IDFI აქტიურად მონაწილეობდა როგორც პირველი, ისე მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. სწორედ IDFI-ის რეკომენდაციით და უშუალო ჩართულობით მოხდა ელექტრონული პეტიციების ვალდებულების სამოქმედო გეგმაში შეტანა და მისი შემდგომი განხორციელება. ამჟამად, პეტიციების პორტალი – შენი იდეა ქალაქის მერს წარმატებით ფუნქციონირებს და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაარეგისტრირონ იდეები და ხმა მისცენ მათთვის სასურველი საკითხების განხილვას.

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა

თბილისის მერიამ OGP-ის მეორე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. ამისათვის ხელახლა შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24 წევრს აერთიანებდა, საიდანაც 12 წევრი სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელი არის. ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ იდეებთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინიციატივებიც განიხილებოდა.

წინა გეგმის მსგავსად, ახალი სამოქმედო გეგმა ჯამში ხუთ ვალდებულებას აერთიანებს და ის წინა სამოქმედო გეგმაში შეუსრულებელ რამდენიმე ვალდებულებასაც მოიცავს:

– ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმი – საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალი (“SMART MAP”)

ეს ვალდებულება მოიცავს მრავალფუნქციური ვებ-პორტალის შექმნას, სადაც დატანილი იქნება ინტერაქტიული რუკა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მიიღონ ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე ღონისძიებებზე/სამუშაოებზე და მოახდინონ მათ ირგვლივ არსებული პრობლემებზე რეაგირება.

– ბიუჯეტის მონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის დანერგვა

ამ აქტივობის ფარგლებში შეიქმნება ელექტრონული პორტალი, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და მისი პრიორიტეტების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ხმის მიცემის საშუალებით დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი.

– სერვისების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობით გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა

ვალდებულების ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდზე ინტეგრირებული ვებ-აპლიკაცია, სადაც გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული სერვისები. საწყის ეტაპზე, ვებ-აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება მერიის გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების სერვისების მიღება.

– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგია

აღნიშნული ვალდებულება სამოქმედო გეგმაში USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) რეკომენდაციით მოხვდა. თბილისის მერიის მიერ მოხდება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაწერა სტრატეგიის საშუალებით, ხოლო ამის შემდეგ მოხდა სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, სადაც მოცემული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც მერიის და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

– თბილისის მერიაში გამჭვირვალობის ხარისხის განვითარება ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით

ეს ვალდებულება სამოქმედო გეგმაში IDFI-ის რეკომენდაციით მოხვდა და მოიცავს ელექტრონული გამჭვირვალობის მექანიზმების გაუმჯობესებას. ვალდებულების ფარგლებში დაგეგმილია თბილისის მერიის ვებ-პორტალის განახლება IDFI-ის მიერ მომზადებული კონცეფციის თანახმად, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. გარდა ამისა, ვალდებულება ასევე ითვალისწინებს მერიის საჯარო ინფორმაციის გვერდის განახლებას, რაც ინფორმაციის მოძიებას უფრო მოქნილს და მარტივს გახდის. ვალდებულების მესამე კომპონენტში დაგეგმილია თბილისის მერიის ღია მონაცემების გვერდის შექმნა, სადაც თბილისის მერიაში დაცული საჯარო ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება დამუშავებად ფორმატში.

IDFI მიესალმება თბილისის მერიის მიერ OGP-ის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში IDFI მნიშვნელოვნად მიიჩნევს წინა გამოცდილების გათვალისწინებას იმისათვის, რომ პროცესი ეფექტურად და დროულად წარიმართოს. აუცილებელია ვალდებულებების შესრულება სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ვადების მკაცრი დაცვით მოხდეს.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილური აპლიკაცია შეიმუშავა. აპლიკაცია "IGovZugdidi“ ორენოვანია და ხელმისაწვდომია როგორც "Android-ის", ასევე "iOS" სისტემებისთვის.
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის
საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის სხდომას
წინა სტატია დედაქალაქის მერიამ ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) თბილისის 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ახალი
წინა სტატია სოფიო ქაცარავამ ბიშკეკში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ღონისძიებაში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
წინა სტატია თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ
წინა სტატია საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას ქვეყანამ არაერთი
დღეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 სამიტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაიხსნა. პირველი დღის ღონისძიებებს საქართველოდან და
OGP-ის ხელმძღვანელი საქართველოს შემდეგ კანადა გახდება, მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანას კი, დღეს მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე აირჩევენ.
წინა სტატია დღეს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით,
დღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2
%d bloggers like this: