დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მუშაობა გრძელდება.

ჯგუფები სამი მიმართულებით მუშაობენ, ესაა – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ჩართულობა და გამჭირვალობა და ფინანსების განაწილების წესი.

“გაიმართა შეხვედრა სამივე სამუშაო ჯგუფთან, რომელზეც  ვიმსჯელეთ მუნიციპალიტეტებისთვის  უფლებამოსილებების გადაცემასა და  ფისკალურ ნაწილზე. კარგი ტენდენცია გვაქვს, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა საკმაოდ  მაღალია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ,  რომ  წინასწარ განსაზღვრულ ვადებში  შევძლებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ მათ მოსაზრებებს, რათა  მომავალში გადაიდგას  დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ  მუნიციპალიტეტებს გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით გაიმართა.

“ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილზე, შევაფასეთ ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა და განსაზღვრულია 2019 წლის ბიუჯეტში. ეს არის მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

სამთავრობო ხედვის თანახმად, კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი, ეტაპობრივად, ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რის შემდეგაც ეკონომიკური და სოციალური საკითხების დიდი ნაწილი ადგილზე გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვერას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო
საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ის 2019 წლის ბიუჯეტიდან, რეგიონებში
წინა სტატია თელავში წლის ბოლომდე, შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც თელავის
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და სოფლის
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები,
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა, რომ  2019 წელს
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2019 წელს ახალ
წინა სტატია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციური და ფინანსური
წინა სტატია ტელეკომპანია "პირველი" საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებას მთავრობა მომდევნო წლებში გეგმავს, - ასე
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში,
წინა სტატია გაზეთი "ვერსია" ავტორი მაია მიშელაძე კოალიცია "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ
წინა სტატია მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და "ქვეყნის ძირითადი
%d bloggers like this: