ახალციხეში კორპუსებთან ფანჩატურები მოეწყობა

1805

ახალციხის მერიამ ქალაქ ახალციხეში მრავალბინიან სახლებთან ფანჩატურების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 816 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხეში ფანჩატური ოთხი კორპუსის ეზოში მოეწყობა: 9 აპრილის N15–სა და N21–ში, რუსთაველის N99–ში, თამარაშვილის N57–ში და ასპინძის ქუჩის N40–ში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ფანჩატურებში სკამები და მაგიდებიც უნდა მოეწყოს. ფანჩატურის სიგანე ოთხი მეტრი, ხოლო სიგრძე ხუთ მეტრი იქნება.

ასევე, დოკუმენტების მიხედვით თამარაშვილის N57–ში მდებარე ძველი ფანჩატური ახლით ჩანაცვლდება.

ახალციხის მერიამ ტენდერი, გუშინ, ოთხ ოქტომბერს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 21 ოქტომბერს დაიწყება.