რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა ერგება 2019 წელს დაფინანსების ახალი სისტემით? – სია

წინა სტატია

შემდეგი სტატია

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის და გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვებს.

ამის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში წერია. ამავე პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით, დღგ-ს 19%-იდან, დედაქალაქს – 50.01%, 4 თვითმმართველი ქალაქს ჯამში – 11.19%, დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტს კი 38.8% ერგება.

კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტს რა ოდენობის თანხა შეხვდება, იხილეთ ცხრილში:

მუნიციპალიტეტების დასახელებადღგ-ის 19%-ის
განაწილება
დღგ-ის საორიენტაციო
მოცულობა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი50.01%473 415 200
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი5.07%47 953 600
ქობულეთის მუნიციპალიტეტი0.98%9 304 000
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი0.68%6 410 900
ქედის მუნიციპალიტეტი0.65%6 110 300
შუახევის მუნიციპალიტეტი0.03%250 000
ხულოს მუნიციპალიტეტი0.23%2 170 000
ახმეტის მუნიციპალიტეტი0.70%6 585 600
გურჯაანის მუნიციპალიტეტი0.91%8 609 100
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი0.15%1 384 900
თელავის მუნიციპალიტეტი1.42%13 435 300
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი0.93%8 841 300
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი0.83%7 855 600
სიღნაღის მუნიციპალიტეტი0.40%3 769 400
ყვარლის მუნიციპალიტეტი0.43%4 096 300
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი3.48%32 935 300
ჭიათურის მუნიციპალიტეტი0.79%7 494 100
ტყიბულის მუნიციპალიტეტი0.38%3 602 800
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი0.83%7 881 300
ბაღდათის მუნიციპალიტეტი0.54%5 071 100
ვანის მუნიციპალიტეტი0.67%6 381 800
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი0.93%8 787 300
თერჯოლის მუნიციპალიტეტი0.81%7 648 100
სამტრედიის მუნიციპალიტეტი0.74%7 007 600
საჩხერის მუნიციპალიტეტი1.03%9 772 300
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი0.52%4 947 800
ხონის მუნიციპალიტეტი0.69%6 524 000
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი0.36%3 398 500
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი2.42%22 888 200
აბაშის მუნიციპალიტეტი0.57%5 388 600
მარტვილის მუნიციპალიტეტი0.80%7 526 000
მესტიის მუნიციპალიტეტი0.35%3 346 400
სენაკის მუნიციპალიტეტი0.69%6 545 800
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი0.55%5 195 000
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი0.63%5 991 700
ხობის მუნიციპალიტეტი0.34%3 250 000
გორის მუნიციპალიტეტი3.01%28 511 000
კასპის მუნიციპალიტეტი0.60%5 682 500
ქარელის მუნიციპალიტეტი0.95%9 032 000
ხაშურის მუნიციპალიტეტი1.04%9 863 500
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი2.28%21 562 900
ბოლნისის მუნიციპალიტეტი0.09%875 000
გარდაბნის მუნიციპალიტეტი0.20%1 875 000
დმანისის მუნიციპალიტეტი0.52%4 939 000
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი0.53%4 993 300
მარნეულის მუნიციპალიტეტი1.23%11 629 800
წალკის მუნიციპალიტეტი0.15%1 404 500
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი0.74%6 980 800
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი1.41%13 313 800
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი0.32%3 021 800
ადიგენის მუნიციპალიტეტი0.45%4 300 600
ასპინძის მუნიციპალიტეტი 0.07%662 500
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი0.07%650 000
ახალციხის მუნიციპალიტეტი0.91%8 638 800
ბორჯომის მუნიციპალიტეტი0.10%975 000
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი0.29%2 788 400
დუშეთის მუნიციპალიტეტი0.51%4 823 600
თიანეთის მუნიციპალიტეტი0.44%4 121 000
მცხეთის მუნიციპალიტეტი0.44%4 131 300
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი0.01%87 500
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი0.73%6 931 400
ლენტეხის მუნიციპალიტეტი0.36%3 454 400
ონის მუნიციპალიტეტი0.39%3 715 500
ცაგერის მუნიციპალიტეტი0.62%5 840 500
სულ100.00%946 580 000

 

მსგავსი სიახლეები