ანაკლიაში ერთ-ერთ ქუჩას ოჩამჩირის სახელი მიენიჭება

1408

ანაკლიაში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ოჩამჩირის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ მათ შესაბამისი თხოვნით აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა მიმართეს. ქუჩაზე, რომელსაც ოჩამჩირის სახელი უნდა ეწოდოს, ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.