გურჯაანის სოფელ ვეჯინში, ჩუმლაყსა და ახაშენში გზის რეაბილიტაცია შეჩერდა – კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა

“ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს”, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.
პირობების თანახმად, სამივე სოფელში კომპანიას ჯამში სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. რეაბილიტაცია 23 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 90 000 ლარის სამუშაოებია შესრულებული. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“ტენდერი გამოცხადებული იყო ორ ლოტად, ჩუმლაყი- ახაშენის გზა- ერთი და მეორე ვეჯინის გზა. ჯამში სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარის სამუშაოები იყო შესასრულებელი. სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით. კომპანიამ ყველა გრაფიკი დაარღვია. ვთხოვდით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეესრულებინათ ვალდებულება. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოსახლეობა მტვერში იყო, იქ ცხოვრება თითქმის შეუძლებელია.

მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არ იყო დამოუკიდებელი. შევხვდი მოსახლეობას, ყველას უნდოდა პრობლემის მოგვარება. აუცილებლად მივმართავთ, რომ კომპანია გააშავონ, რათა სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც არ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში. სამივე გზაზე ავანსი გადარიცხული იყო 400 000 ლარამდე. გვაქვს საბანკო გარანტია და თანხა უკან დაგვიბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არაკეთილსინდისიერი შემსრულებელია, რაღაც სამუშაოები მაინც აქვს შესრულებული.

ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახური დაითვლის, ვვარაუდობთ, რომ 90 000 ლარამდეა შესრულებული, ანუ მთლიანი ხელშეკრეულების 8.53%. გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ წელში ბოლომდე იქნება მიყვანილი სამუშაოები, მინდა მათ ბოდიშიც მოვუხადო.“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტებით კომპანია "მზიური“ მოამარაგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში საკვები პროდუქტი
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის
წინა სტატია დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია "ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ინფორმაციას
სტატიის გაგრძელება თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის
გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შპს "ბილდინგ გრუპთან" ორი ხელშეკრულების უტენდეროდ გასაფორმებლად თანხმობას ითხოვს.
აჭარაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება. ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში კიდევ ერთი ახალი საგრანტო ხელშეკრულება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში
წელს ქუთაისის მერიამ საჩუქრების შესყიდვის მიზნით პირდაპირი შესყიდვის გზით 26 500 ლარის ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ინფორმაციას ნიუპრესი
"ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ
წინა სტატია ბათუმში წერთლის ქუჩის გარემოვაჭრეებმა პირობა მიიღეს, რომ ავტოსადგურის ტერიტორიის გარე პერიმეტრზე ჯიხურებს ჩაუდგამენ. დაახლოებით,
წინა სტატია გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებებისთვის გორის მერიას 1  652 669 ლარი გასაცემი აქვს. ინფორმაციას
%d bloggers like this: