ახალციხის მერიამ ლიფტების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა

733

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის N2- ში მდებარე რვასართულიან კორპუსში სამი ლიფტი დამონტაჟდება. ინფორმაციას TV9 ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი 125 895 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 ოქტომბერს შეწყდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი, ექვს კვირაში უნდა უზრუნველყოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სამი წელი იქნება.

თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამი ლიფტი მწყობრიდან წლების წინ გამოვიდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია. კორპუსის მოსახლეობამ ლიფტების აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.