სკოლამდელი აღზრდის სააგენტო: გორში 7 საბავშვო ბაღის აშენებაა საჭირო

730

გორში აღსაზრდელების სრულად დასაკმაყოფილებლად 7 ბაღის აშენებაა საჭირო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 62 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გორში 7 ბაღის აშენებაა საჭირო, რადგან 4 ბაღი დაქირავებულ ფართში ფუნქციონირებს, 1 საბავშვო ბაღი დაგეგმილია სადგურის დასახლებაში და 2 ბაღი ქალაქის ცენტრშია საჭირო.