ხონში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

982

ქალაქ ხონში ახლადრეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

საბავშვო ბაღის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.