რუსთავში ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ

1881

რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი ერთი საათით გახანგრძლივდა. 

მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს, დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00-ის ნაცვლად, 20:00 საათამდე მოემსახურებიან. 

როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის განრიგის ერთი საათით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება, მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.