ვარკეთილში გზებსა და წყალარინების სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

860

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე ა მიკრორაიონის N322 კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიური მოეწყო, N344 კორპუსის მიმდებარედ კი ასფალტის საფარი კორპუსის ეზოსა და მისასვლელ გზაზე მოწესრიგდა.

ასევე. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის N24 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე დღეში ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო სამუშაოები დასრულება.

როგორც გამგეობაში აღნიშნავენ საგზაო სამუშაოების პარალელურად, ვარკეთილში სხვადასხვა მისამართზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ამჟამად, წყალარინების ქსელის შეცვლა ვარკეთილი 3-ში, მესამე მიკრორაიონის N316 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულებულია.

წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა.