დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო

859

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა N4ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც ატრაქციონები განთავსდა. ასევე, სკვერში საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი, განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა.

ამასთან, როგორც გამგეობაში აცხადებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.