ცხრაწყაროს უღელტეხილიდან სოფელ ბალანთამდე გზის 23 კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა

890

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხრაწყაროს უღელტეხილიდან სოფელ ბალანთამდე დამაკავშირებელი გზის 23 კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სავალ ნაწილზე ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტი მოეწყო და მოსწორდა,ამასთან, გზის მთლიან სიგრძეზე გაიწმინდა კიუვეტები.

პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 85 622 ლარით დაფინანსდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჩატარებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანად გააუმჯობესა, გზის საფარის მდგომარეობა და მოქალაქეებს გზაზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოდ შეუძლიათ.

“აღნიშნულ მონაკვეთზე სამომავლოდ გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებია გათვალისწინებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.