ცნობილია, რა ადგილას აშენდება გურჯაანში ტექნოპარკი

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, ტექნოპარკის აშენების ადგილმდებარეობა შეიცვალა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

გურჯაანში ტექნოპარკი ძველი სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

“თავიდან ვფიქრობდით ტექნოპარკი, კულტურისა და დასვენების პარკში აშენებულიყო, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდეს. ამისათვის ძველი სამშობიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო სივრცე. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაიწყება ტექნოპარკის მშენელობა.

მსგავსი სიახლეები