წნორში “პენსიონერთა ასოციაცია” დაფუძნდა

783
Group of old people walking outdoor

ქალაქ წნორში “პენსიონერთა ასოციაცია” დაფუძნდა, რომელიც ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლებასა და მათ სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვას ემსახურება.

მერიის ცნობით, ასოციაცია თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრინციპსა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ხანდაზმულ მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრაში და განაცხადა:

“როდესაც მოქალაქეთა ჩართულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ არა მართულ ჯგუფს, რომელიც იკრიბება მხოლოდ იმისათვის, რომ მოისმინოს მისი ლიდერის უკვე მიღებული გადაწყვეტილება და დაამოწმოს ის, არამედ ურთიერთდაკავშირებულ და მოტივირებულ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ერთმანეთთან შეთანხმებით შეადგინოს სამოქმედო გეგმა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად – შედეგის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერებით. ამიტომ გთავაზობთ გამოიყენოთ მოქალაქეთა ჩართულობის ის ფორმები, რომლებიც კანონით არის დადგენილი. მოქალაქეთა ჩართულობის პროცესის სრულყოფისათვის აუცილებელია მზაობა არსებობდეს ორივე მხრიდან–როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე თავად მოსახლეობის მხრიდანაც”.