გორის მერი: უახლოეს მომავალში ქვახვრელში მცხოვრები 670-მდე ოჯახი პირველად მიიღებს ბუნებრივ აირს

977

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ქვახვრელში ახალი ნაგვის ურნები, ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები, გარეგანათება, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემები და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სარწყავი არხის 350 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცის შედეგად აღნიშნულ სოფელში გასარწყავიანების პრობლემაც მოიხსნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას სოფლის ერთ უბანში გარეგანათების მოწყობას ითხოვდა. გორის მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში გარეგანათების გარეშე დარჩენილი სოფლის ეს ერთი უბანიც განათდება და ქვახვრელში მცხოვრები 670 – მდე ოჯახი პირველად მიიღებს ბუნებრივ აირს.