ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

579

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

მერიის ინფორმაციით, მოხეში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისათვის და იგი მიმდებარე 12 სოფლის აღსაზრდელს მოემსახურება.