გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალება

791

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალე ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერიის იურიდიული და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ. რამაზ ქიტიაშვილის განცხადებით, გარევაჭრობის აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას უკავშირდება.

“მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, ამიტომ საკრებულომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. რეგულაცია ამოქმედდება მაშინ, როდესაც გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადავიყვანთ”, – განაცხადა რამაზ ქიტიაშვილმა.