ხაშურის საბავშვო ბაღებში 7 ტონა ვაშლს დაარიგებენ

732

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 7 ტონა ვაშლის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს დირექტორმა დღეს მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ 11 ოქტომბრამდე.

ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ნაყოფი საღი, დაზიანებებისა და შავი ლაქების გარეშე, ამასთან, ერთი ცალი ვაშლი არანაკლებ – 130 გრ-ს უნდა იწონიდეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ვაშლის შესასყიდად 6 000 ლარი გამოიყო.