ქუთაისში ნიკეას ქუჩის მოსახლეობამ სკვერში სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა

780

ადგილობრივების თქმით, სკვერით ბავშვები სარგებლობენ და კომპანიას არ მისცემენ მშენებლობის საშუალებას.

სამშენებლო სამუშაოები წუხელ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი სახის სამშენებლო ნებართვა არ არსებობს და არც მოთხოვნაა შესული პროექტის შესახებ. ქუთაისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე არც ერთ სამშენებლო პროექტზე არ გაიცემა ნებართვა.