ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, პროექტი ასევე ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას და ახალი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები