2019 წლის ბოლომდე თბილისს 150 ახალი ლურჯი ავტობუსი შეემატება

93

2019 წლის ბოლომდე თბილისს 150 ახალი ლურჯი ავტობუსი შეემატება. საუბარია, 10 მეტრიან, ევროპული სტანდარტის მქონე, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზე. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს და ჯამში, ღირებულება 77 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, 2019 წელს პროგნოზით ავტობუსების შესყიდვაზე 65 მლნ, ხოლო 2020 წელს 12 მლნ ლარია გათვალისწინებული.

დღეის მდგომარეობით ქალაქს 560 ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით კი მობილიზებულია 134.