ურეკში 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

დაბა ურეკში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბაღი ფონდი “ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების 130 ბავშვზე გათვლილი შენობა უახლესი ინვენტარით, ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით არის აღჭურვილი.

“ფონდ ქართუს” დაკვეთით ურეკის ბაღის მშენებლობა ასოციაცია “ატუმ”- შეასრულა. ახალ ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო.

დაბა ურეკის საბავშვო ბაღს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლებმა საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.

“განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საბაშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ “ქართუს“ მხარდაჭერისთვის და წარმატებები ვუსურვო ბაღის ადმინისტრაციას სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვაში”,- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.

მსგავსი სიახლეები