სიღნაღში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება

955

ქალაქ სიღნაღში მრავალფუნქციური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.

მერიის ინფორმაციით,  კომპლექსი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დახურულ საცურაო აუზს, სპორტულ მოედნებს, საკონფერენციო დარბაზს და სასტუმროს მოიცავს.

მერიაში აღნისნავენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქ სიღნაღს საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სპორტული კომპლექსი ექნება

სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა და მერის მოადგილემ, თეიმურაზ ბალარჯიშვილმა დაათვალიერეს.