2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 140 მილიონი ლარით გაიზრდება

715

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით 1 მლრდ 965 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 139 მლნ 800 ათასი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტში წერია, რომელი მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ამ თანხიდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის – 1 მლრდ 377 მლნ 100 ათასი ლარია გაწერილი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის – 254 მლნ 100 ათასი ლარი.

ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ მომავალ წელს სხვა პროექტებთან ერთად იგეგმება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა, რაზეც 135 მლნ ლარი დაიხარჯება.

ქვეყნის მთავრი ფინანსური დოკუმენტით დაგეგმილია, რომ მომავალ წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას 225 მლნ 500 ათასი ლარი მოხმარდება, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა – 160 მლნ ლარი, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამისთვის დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც გაწრილია სასმელი წლისა და წყალარინების სისტემების შემენლობა რეაბილიტაცია მესტიაში, ანაკლიაში, ურეკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარსი, ჭიათურაში, გუდაურში, ბაკურიანში, ბოლნისსა და მარნეულში. ასევე, მომავალ წელს იგეგმება ქუთაისის და თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა.