ქუთაისში 11 სპორტული მოედნის მოწყობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება

611

ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოედანი ლესელიძის ქუჩა N1 ში ეწყობა, სადაც ამ დროისთვის ასფალტის დაგების სამუშაოები სრულდება.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სპორტული მოედნები ფრენბურთის, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის სათამაშოდ არის განკუთვნილი. მათი თქმით, მიმდინარე წელს 11 ასეთი სტადიონი გაკეთდება და ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები თერთმეტივე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

“ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასზე ზრუნვა მთავრობის პრიორიტეტია, ამ კუთხით მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. მოედნების მოწყობა მათ შორის ერთ-ერთია“-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.