ბათუმში 3 საბავშვო ბაღის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია

515

ბათუმში 3 საბავშვო ბაღის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. საუბარია 15-ე, 16-ე და 31 -ე საბავშვო ბაღებზე. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მეთხუთმეტე და ოცდამეთერთმეტე ბაღების სარემონტო სამუშაოების დასრულება დანიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა. როგორც ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ სანქციები უკვე გატარდა. აღნიშნული ბაღები აღსაზრდელებს 8 სექტემბრიდან მიიღებენ.

მეტექვსმეტე ბაღში კი კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ერთ კვირაში დასრულდეს. მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ მშობლებს შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა და აუცილებელი მოთხოვნის შესაბამისად რამდენიმე ბავშვი დროებით სხვადასხვა საბავშვო ბაღში გადანაწილდა.