მოდინახეს ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

652

ციხე მოდინახისაკენ მიმავალი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, ასფალტობეტონის საფარი ციხისკენ მიმავალ გზის მთლიან მონაკვეთზე დაიგება. ასევე, პროექტის ფარგლებში იგეგმება გარეგანათებისა და საყრდენი კედლების მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5% თანადაფინანსებით ხორციელდება.

“მოდინახის აღდგენითი სამუშაოები ფონდი ,,ქართუ”-ს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია”, – აცხადებენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში.