კალაძე: შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი

164

შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საახალწლო გარეგანათებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზი და ძალიან მოწესრიგებული იქნება.

მისი თქმით, საახალწლო გარეგანათებების მოწყობაში თანხის დახარჯვის წინააღმდეგი მოსახლეობა არ არის.

“ოპოზიციას და საზოგადოებას ნუ ურევთ ერთმანეთში, კრიტიკა იყოს ხაბეიშვილის და მისი მიმდევრების მხრიდან. დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი, ძალიან მოწესრიგებული საახალწლოდ. ეს შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს, არა მხოლოდ საახალწლო განათებებით, საახალწლო კონცერტებით და დღესასწაულით“, – განაცხადა კალაძემ.