“მოსახლეობის ჩართულობა პირობითი ცნებაა” – რას ფიქრობს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციაზე

შემდეგი სტატია

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება და 2025 წლისთვის დასრულდება.

მართალია, პრეზიდენტი, რომელსაც 28 ოქტომბერს ავირჩევთ, ახალი კონსტიტუციით, საკუთარ უფლებამოსილებებში შეზღუდულია, მაგრამ ამ კონსტიტუციითაც კი, მაგალითად, ის უფლებამოსილია, “მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას”.

გარდა ამისა, პრეზიდენტს შეუძლია, ნებისმიერ კანონზე საკუთარი შენიშვნები პარლამენტს წარუდგინოს. მას, ასევე, ამა თუ იმ კანონზე ვეტოს დადების უფლებაც რჩება. ვეტოს დადება კი, როგორც გახსოვთ, თვითმმართველობის სფეროში, მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობისასაც გახდა საჭირო, როცა საქართველოს მთავრობამ, სრულიად მოულოდნელად და მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გადაწყვიტა. მართალია, პარლამენტმა მაშინ ვეტო დაძლია, თუმცა, საზოგადოებას ჰქონდა პასუხი კითხვაზე – ეთანხმება თუ არა სახელმწიფოს მეთაური მთავრობის არაარგუმენტირებულ ქმედებას, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ამასთან, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, droa.ge-მ გადაწყვიტა, გაეგო, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები დეცენტრალიზაციისა და ზოგადად, თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და აქვთ თუ არა გეგმები, თუ როგორ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.

ამისათვის კი პრეზიდენტობის კანდიდატებს კითხვარი გაეგზავნათ. პირველი, ვინც ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, პოლიტიკური მოძრაობის – “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძეა. მართალია, მისი პასუხები ძალიან მოკლეა და დეტალებში არ შედის, არც იმას აკონკრეტებს, აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეუწყობს ხელს თვითმმართველობის გაძლიერებას, ან, მაგალითად, რა უნდა გახდეს პრიორიტეტი ქონებრივი და ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესში, მაგრამ, ზოგადი სურათის დანახვა, თუ რას ფიქრობს ეს კანდიდატი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქე იქნება თუ არა ჩართული, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა, უპირველესად, სწორედ მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობაა, “მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები”.

გთავაზობთ ზურაბ ჯაფარიძის პასუხებს:

  1. რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის დეცენტრალიზაციის განხორციელება, ძლიერი თვითმმართველობის ფორმირება და პრეზიდენტობის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ამ საკითხის ხელშეწყობას?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მმართველობა იყოს დეცენტრალიზებული. ამას საკანონმდებლო ცვლილებები და გარანტიები, შესაბამისად, პოლიტიკური ნების გამოვლინება სჭირდება და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებით ამის მიღწევა შეუძლებელია.

  1. თქვენი აზრით, რა უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრიორიტეტები ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში, განათლების სფეროში, კულტურის სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში, სხვა სფეროებში?

ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში თვითმმართველობის დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია რეალური, ეფექტიანი დეცენტრალიზებული თვითმმართველობის შესაქმნელად.

განათლებასა და კულტურაში პრიორიტეტები თავად თვითმმართველობის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

გარემოს დაცვაში მიზნების მისაღწევად კი მეტი პრივატიზაციაა აუცილებელი.

  1. უნდა გაძლიერდეს თუ არა თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებზე კონტროლის მექანიზმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რა ფორმით?

დღეს ადგილობრივი ხარჯები სრულად კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

  1. ეთანხმებით თუ არა გარკვეულ პოლიტიკოსთა მოსაზრებას, რომ უმჯობესია, მერების პირდაპირი წესით არჩევა მათი საკრებულოს მიერ არჩევითობით ჩანაცვლდეს?

ვფიქრობ, ქალაქის მერს პირდაპირი არჩევის წესით უნდა ირჩევდეს ხალხი.

  1. პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება უნდა ჰქონდეს საკრებულოს თუ მხოლოდ მოსახლეობას, რომელმაც მერი აირჩია?

ხალხის მიერ არჩეული მერის უნდობლობის საკითხს საკრებულო ვერ უნდა განიხილავდეს.

  1. თქვენი აზრით, სავალდებულო უნდა გახდეს თუ არა მერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებასა და შედგენაში მოსახლეობის ჩართულობა?

მოსახლეობის ჩართულობა პირობითი ცნებაა. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტი უნდა შედგეს სწორად და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მის შექმნაში ჩართული.

  1. უნდა იყოს თუ არა შემოღებული ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისათვის?

დიახ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებები მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული და უნდა არსებობდეს ამის საკანონმდებლო გარანტიები.

  1. ვალდებული უნდა იყოს თუ არა მერია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე კონსულტაციები გაიაროს გუბერნატორსა და მთავობასთან?

მერია უნდა იყოს დამოუკიდებელი თავის უფლებამოსილებებში.

***

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მოსაზრებებს ამავე საკითხებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

კახა კუკავა: ქვეყანას არ სჭირდება შსს იმ ფორმით, როგორიც დღეს გვაქვს. ეს ფუნქცია თვითმმართველობებზე უნდა გადანაწილდეს

დავით უსუფაშვილი: გონივრული ურბანიზაციით ქართული სოფლის დაცარიელების არსებულ ტენდენციას დავძლევთ

ვაშაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციებში ჩარევის რგოლი უნდა ჩამოშორდეს

მსგავსი სიახლეები
საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვე გავიდა, თუმცა ახალციხის ქუჩებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატების
წინა სტატია არჩევნების მეორე ტურამდე, ახალციხის ბაღების თანამშრომლები მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ლუბა გიორგაძე ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან  გამოთხოვილი წერილით დადასტურდა,
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას ამის
წინა სტატია საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით,
საია აფასებს 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, რომელსაც საია თბილისისა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა
"მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლოა დავასკვნათ, რომ უბნის გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის,
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების
"სამართლიანი არჩევნების" მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა.
"სამართლიანი არჩევნების" PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების
"ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 41 ინციდენტი, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 4
"კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა  არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: სავარაუდო
"ჩვენი დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ჩვენ მიერ დაფიქსირდა
%d bloggers like this: