ლაშა კომახიძე: საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი აქვს (ვიდეო)

701

“საზოგადოებას კომპლექსი ჩამოუყალიბდა ცათამჯენების” – ასე ფიქრობს ბათმის მერი პროექტებზე, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლში, ბულვარის მიმდებარედ, 9 ცათამბჯენის მშენებლობას ეხება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აქედან ერთის, მერიოტის 54 სართულიანი შენობის ნებართვა უკვე გაცემულია. მერიოტის გვერდით კომპანია “ორბი” ორი მაღალი შენობის ჩადგმას გეგმავს, ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 6 ასეთი მშენებლობის პროექტი მზადაა.