სითი ინსტიტუტი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გენგეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს აცნობს

1208
გიორგი ისაკაძის ფოტო

წინა სტატია

“სითი ინსტიტუტი” სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს აცნობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც პრეზენტაციის დასაწყისში საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, პროექტის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება მოხდება და შემდგომ მერია პროექტს საკრებულოში ხელახლა გადააგზავნის.

“პროცედურა ითვალისწინებს, რომ შენიშვნები რაც იყო და განხორციელდა გენგეგმაში, უკვე ქალაქის მთავრობა ხელახლა წარმოადგენს საკრებულოში. ჩვენ კვლავ გვექნება საბოლოო განხილვა და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე დავამტკიცებთ გენერალურ გეგმას. შენიშვნები იყო გარკვეული ზონების ცვლილებთან დაკავშირებით და იყო ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოსწორდა.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მთავარი მიმართულებები არის მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი. ეს გენერალური გეგმა ამ კონცეფციას პასუხობს, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით. მოხდა მისი სრულყოფა, რათა აღსრულება იყოს შესაძლებელი და რეალური”, – განაცხადა სოხაძემ.

მისივე თქმით, ახალი გენერალური გეგმა თბილისს უახლესი კვირების განმავლობაში ექნება.