გორის მერია დაფინანსების მოსაპოვებლად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირში წარადგენს

733

გორის მუნიციპალიტეტის მერია დაფინანსების მოსაპოვებლად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირში წარადგენს.

ამასთან დაკავშირებით, გორის მერიაში საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვა დაინერტერსებულმა პირებმა შემუშავებული პროექტების პრიორიტეტულობასა და მათი განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ისინი პოლონელ ექსპერტებთან უწყვეტად თანამშრომლობს, რადგან სწორი მიმართულებით მოხდეს პროექტების მომზადება.

მერიის მიერ შემუშავებული პროექტებია: გორში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა; წედისი-ბნავისი-ოლოზი-ღვარების გზის და სასმელი წყალის რეაბილიტაცია; სოფელ ქიწნისის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; გორში ახალბაღის და გორიჯვრის დამაკავშირებელი საბაგიროს გზის მოწყობა; გორში ველო-ბილიკისათვის ბილიკისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა; შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა; გორში კომბინატის და წმინდაწყლის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა; ცენტრალური ავტობანიდან სოფელ ბერშუეთსა და კირბალში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ცხინვალის გზატკეცილიდან სოფლ ძევერასა და შერთულში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

გორის მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ პროექტზე არჩევანს უახლოეს მომავალში გააკეთებს. პროექტის შერჩევისას მერია გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციებს და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს.

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგელნებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარების გამოყენებით და საქართველო 2018-2021 რეგიონული განვითარების პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა.

“დასაფინანსებლად წარსადგენი დოკუმენტების შემუშავება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ პროექტის ფაგლებში ხორციელდება”, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.