ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს

1351

ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები სამშენებლო ტერიტორიის შესასვლელთან არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და მიმდინარე სამუშაოები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, ისინი გასახლებასა და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

აქცია ქვემო ფონიჭალაში 25 სექტემბერსაც გაიმართა.