ბათუმში სუვენირების ჯიხურების აღებას ხმაური მოჰყვა

1125
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ხმაური მოჰყვა სუვენირების ჯიხურების აღებას ბათუმში. გოგებაშვილის ქუჩაზე, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების ჯიხურები ღამით აიღეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რადგან ჯიხურების აღებას მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ბათუმის მერიამ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა და ალტერნატიული სავაჭრო ადგილები შესთავაზა. მოვაჭრეების განმარტებით, მერია 70 ადამიანს 25 ჯიხურს და მორიგეობით ვაჭრობას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია.

სანაპირო ზოლში ყველა ჯიხური აღებულია და სუვენირებთან ერთად საწყობშია გადატნილი.

“ვაჭრობა უკანონოა, ჯიხურები კი, უსახური, სწორედ ამიტომაც მოხდა მათი გადატანა, თან ტურისტული სეზონისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. მოვაჭრეებს ახალ ჯიხურებს ვთავაზობთ, მოცულობით დიდს, რომლებიც საკრებულოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება”, – განმარტავს მერიის წარმომადგენელი.

მოვაჭრეები მერიის შეთავაზებს არ იღებენ და აქციებს აანონსებენ.

ჯიხურები მერიამ სამი წლის წინაც აიღო და მოვაჭრეთა პროტესტის შემდეგ უკან დააბრუნა. მაშინ პროტესტი საზოგადოებამაც გამოთქვა, რადგან ჯიხურები ნავსადგურის შესასვლელში ჩაამწკრივეს. ჯიხურებს “ერმაკოვის ბუტკები” უწოდეს.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე