ბათუმში ელექტროსადენებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ნაწილი მოუწესრიგებელია (ვიდეო)

697

ბათუმში ელექტროსადენების ნაწილი მოუწესრიგებელია. რამდენიმე ქუჩასა და სადარბაზოსთან შეხვდებით კაბელებს, რომლებიც, შესაძლოა, ხიფათის შემცველი გახდეს, ამასთან ბოძებზე ელექტროსადენებთან ერთადაა გაყვანილი სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, რაც თავის მხრივ იწვევს რისკებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ენერგოკომპანიაში ირწმუნებიან რომ, მაქსიმალურად ცდილობენ მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში გამოსწორებას, ამასთან ამბობენ რომ ელექტროსადენების ნახევარი ქალაქში უკვე მიწის ქვეშაა მოქცეული. თუმცა ფაქტია, გვხვდება ისეთი ქუჩებიც, სადაც რეაბილიტაცია დასრულებულია, სადენები კი ჰაერში რჩება.

ბათუმის მერიის ცნობით ეს ის ადგილებია სადაც ელექტროენერგიის მიწის ქვეშ გაყვანა მიზანშეუწონილი არ არის.