ქუთაისის “მწერალთა სახლის” ადგილზე სასტუმრო აშენდება

862

ქუთაისის “მწერალთა სახლის” ადგილზე სასტუმრო შენდება. ინფორმაცია დღეს ქუთაისის მერმა დაადასტურა.

შოთა მურღულიას თქმით, “მწერალთა სახლის” შენობა ამორტიზებული და მოუწესრიგებელია, რის შესახებაც ინფორმაცია მედიით არაერთხელ გავრცელდა, ამიტომ “მწერალთა სახლის” ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მოხდა ტერიტორიის გასხვისება.

“შენობა ამორტიზებულია, ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტოების მიერ ხშირად ვრცედებოდა ინფორმაცია, ამიტომ მოხდა გასხვისება. ადგილზე განხორციელდება  ინვესტიცია.

პირობის თანახმად, პირველ სართულზე განთავსდება “მწერალთა სახლის” ოფისები, “აქ იმუშავებენ მწერლები და მათი ყველა საქმიანობა მოხდება ადგილზე, დანარჩენ სართულებზე სასტუმრო იმუშავებს”, -განაცხადა შოთა მურღულიამ.

არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ოთხვარსკვლავიანი იქნება და მას სამშენებლო კომპანია “m2” ააშენებს.

წყარო: ნიუპრესი

ფოტო: ნიუპრესი