დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზა გაჰყავთ

543

დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზა გაჰყავთ. 1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გრუნტის მოსწორებას უზრუნველყოფს. პარალელურად კი კაპიტალური საპარკინგე ადგილის მოწყობა მიმდინარეობს

მერიის ცნობით, გზა დაბა ბაკურიანის ახალ დასახლებაში გადის და ის მნიშვნელოვნად განტვირთავს ცენტრალურ გზას მანქანების ჭარბი რაოდენობისგან.

“ზამთრის სეზონზე ცენტრალურ ქუჩებს მეტი დატვირთვა აქვს, რაც იწვევს საცობებს და შემაწუხებელია როგორც დამსვენებლისთვის ასევე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.