ზესტაფონში მე-8 დღეა მერის გადადგომას აქციით ითხოვენ

217

წინა სტატია

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნოთ მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახაბერ მახათაძის კაბინეტთან მოაქლაქეები არიან შეკრებილები, ოთხი ადამიანი კი მეორე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი” – ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით ,მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერის გადადგომამდე არ დაიშლებიან.