სენაკის სოფელ გოლასკურში გარეგანათების ქსელი მოეწყო

860

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში გარეგანათების ქსელი მოეწყო.

მერიის ცნობით, გოლასკურში გარეგანათების ქსელი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა მოაწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის მოსახლოებას შეხვდნენ.

შეხვედრაზე გოლასკურში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხებზეც ისაუბრეს.

“პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელს თანამედროვე სტანდარტების გზა ექნება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გოლასკურის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება”, – აცხადებენ მერიაში.