დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუმონტაჟა, გარდაცვლილი იპოვეს

1340

წინა სტატია

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუმონტაჟა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხ­ლით დაიწყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გულისხმობს. დიმიტრი ტა­ტიშ­ვილს ცოლი და ოთხი შვი­ლი ჰყავდა

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ტა­ტიშ­ვი­ლმა რამდენიმე თვის წინ სა­ცუ­რაო აუზი იყი­და და კორ­პუ­სებს შო­რის ეზო­ში და­ა­მონ­ტა­ჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღე­ებ­ში გაგ­რი­ლე­ბა შეძ­ლე­ბო­დათ.

“4 შვი­ლი მყავს. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მინ­დო­და იმ მო­მენ­ტის ნახ­ვა, როცა უბ­ნის ბავ­შვე­ბი პირ­ვე­ლად შე­ამ­ჩნევ­დნენ აუზს ეზო­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რად შუა ღა­მეს ავა­წყვეთ, რომ არ ენა­ხათ. დი­ლით კი და­ვე­ლო­დე მათ რე­აქ­ცი­ას და ზუს­ტად ისე­თი იყო რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა. ბედ­ნი­ე­რე­ბის და სი­ხა­რუ­ლის ნა­პერ­წკლე­ბი ცვი­ო­დათ თვა­ლე­ბი­დან. მი­ზა­ნიც ეს იყო” – ამ­ბობ­და ტატიშვილი mshoblebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.