თერჯოლის სოფელ რუფოთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1257

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 444 444 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ შეასრულებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.